გიორგი ჩიხრაძე - ცხადაძეს და მე „ორდაბასიში“ მუშაობის გაგრძელებას გვთავაზობენ
გიორგი ჩიხრაძე - ცხადაძეს და მე „ორდაბასიში“ მუშაობის გაგრძელებას გვთავაზობენ
შიმკენტის „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტის, გიორგი ჩიხრაძის თქმით, გუნდში მათი დარჩენა ჯერ არ გადაწყვეტილა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობის გაგრძელებას სთავაზობს.
 
„შიმკენტიდან წამოსვლამდე, კახასთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობას შევხვდი. ისინი „ორდაბასიში“ მუშაობის გაგრძელებას გვთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ – ორგანიზაციული, საფეხბურთო დეტალები და სხვა. უახლოეს მომავალში გადაწყდება, კახა და მე თუ სად ვიმუშავებთ“ – ამბობს ჩიხრაძე.
კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა შიმკენტის „ორდაბასიმ“ ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა მწვრთნელმა გამოცემა „პროსპორტთან“ არ დამალა, რომ გუნდში ორგანიზაციული, საფეხბურთო და ფინანსური საკითხები მოსაგვარებელია და რომ „ორდაბასის“ სტაბილურობა აკლია.
ქართველ სპეციალისტებს გუნდთან კონტრაქტი 30 ნოემბერს დაუმთავრდათ. ცხადაძე და ჩიხრაძე დიდი ხანია, ერთად მუშაობენ. ისინი ავარჯიშებდნენ ბაქოს „ინტერს“ და საქართველოს ნაკრებს, ხოლო „ორდაბასი“ 2019 წლიდან ჩაიბარეს.