გიორგი ჩიჟოვი - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებს შეეძლოთ, სიტუაცია კონტროლის ქვეშ ჰქონოდათ ყველა საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის ვიდეოჩანაწერი პროცესს უფრო ნათელს მოჰფენს
გიორგი ჩიჟოვი - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებს შეეძლოთ, სიტუაცია კონტროლის ქვეშ ჰქონოდათ ყველა საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის ვიდეოჩანაწერი პროცესს უფრო ნათელს მოჰფენს

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებს შეეძლოთ, სიტუაცია კონტროლის ქვეშ ჰქონოდათ ყველა საარჩევნო უბანზე. ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის გაკეთება ამ პროცესს უფრო ნათელს მოჰფენს, – ამის შესახებ უკრაინელმა დამკვირვებელმა, ორგანიზაცია „რეფორმების დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩიჟოვმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიჟოვის განცხადებით, თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც მისი შეფასებით, ხდებოდა სამართლის კანონის დაცვა, მათ შორის „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება.

„ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში არამხოლოდ სტუმრის სტატუსით, არამედ მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობის მხრივ, რაც ნიშნავს იმას, რომ დავკვირვებოდი არჩევნების სამართლიანობის პროცესს.
მსურს, თავდაპირველად მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმ შრომისა და მომზადებისთვის, რომელიც გაწია საარჩევნო პროცესების დროს.

რამდენიმე დღის განმავლობაში მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი თბილისში და ამ საარჩევნო უბნებზე ხდებოდა სამართლის კანონის დაცვა, მათ შორის „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება.

რიგებს რაც შეეხება, პანდემიის, დღევანდელი სიტუაციის გამო, დიდი ოდენობით ადამიანებს უწევდათ საარჩევნო უბნებს გარეთ ლოდინი, მაგრამ ეს ლოდინის პერიოდი არ აჭარბებდა მაქსიმუმ 10-15 წუთს. რაც შეეხება პროცესს, დოკუმენტების გაცემა ხდებოდა გამჭვირვალე მეთოდით. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებლებს შეეძლოთ სიტუაცია ეკონტროლებინათ და კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ყველა საარჩევნო უბანზე. ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის გაკეთება ამ პროცესს უფრო ნათელს მოჰფენს“, – განაცხადა ჩიჟოვმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხმის დათვლის პროცესიც მშვიდ გარემოში, ყოველგვარი დავების გარეშე დასრულდება.

„აგრეთვე, მსურს, ხაზი გავუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ქცევას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფაქტობრივად არ იყო სივრცე და ადგილი დატოვებული რაიმე დარღვევისთვის. იმედი მაქვს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დასრულდება მშვიდ გარემოში  ყოველგვარი დავების გარეშე“, – განაცხადა უკრაინელმა დამკვირვებელმა.

მისივე თქმით, აპირებს, რომ უკრაინელ კოლეგებს შეატყობინოს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და გაუზიაროს საკუთარი, როგორც დამკვირვებლის მოსაზრება.