გიორგი ჭიაბრიშვილი - წარუმატებლობის მიზეზი ტრავმებია, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - წარუმატებლობის მიზეზი ტრავმებია, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მარცხზე (0:1), რაც გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე წაგება აღმოჩნდა, და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიმრავლე დაასახელა.

„პირველ წრეში ვამბობდი, რომ თამაშის ხარისხი არ მომწონდა, მაგრამ ქულებს ვაგროვებდით და უდანაკარგოდ მივდიოდით. ახლა პირიქითაა – ქულებს ვკარგავთ, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და იმ შემტევი ფეხბურთის კონტურები ჩანს, რომლისკენაც მივდივართ.

წარუმატებლობის მიზეზი ტრავმებია, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. რამდენიმე მოთამაშეს დიდი ხანი გაუცდება. მაგალითად, თორნიკე კირკიტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და ისევ დაშავდა. იმედია, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ეს შედეგებზეც აისახება“, – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა.