გიორგი ჭიაბრიშვილი - საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ
გიორგი ჭიაბრიშვილი - საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ

ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრის გამარჯვებული „საბურთალოა“. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ წრეში გუნდის გამოსვლა შეაჯამა.

„სიმართლე გითხრათ, ცხრა თამაშიდან 21 ქულას არ ველოდი, რადგან ეროვნულ ლიგაში თანაბარი ძალის კლუბები არიან და ყველასთან დიდი ბრძოლა გვიწევს. მიზეზი? ალბათ, კარგი შეკრებები და ნაყოფიერი სელექციაა. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ და გუნდურ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

რაც მთავარია, გუნდი ყველა რგოლი დაბალანსებულია. ეს ბოლოს გამოჩნდა, როდესაც გამოცდილ კლუბებთან ვითამაშეთ და “საბურთალომ“ თავი კარგად წარმოაჩინა. დღეს ჩვენ საქართველოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ. გვაქვს საუკეთესო აკადემია, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან და მათ კვალიფიციური მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. შესაძლოა, სხვა კლუბებთან შედარებით ნაკლები ტრადიცია გვაქვს, თუმცა ჩვენც უკვე ძლიერ კლუბად ჩამოვყალიბდით” – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.