„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კონფერენს-ლიგაზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ ბოლო წამებზე წაგებული (1:2) პირველი მატჩი შეაფასა და საკუთარი შეცდომები აღიარა.
„თამაში რთული გამოდგა. ეს პირველი მატჩია და ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას თბილისში, განმეორებით შეხვედრაში შევძლებთ. წაგების მიზეზებზე საუბარი ახლა, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ამაში კარგი ანალიზი დაგვეხმარება, მაგრამ ვხდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც შედეგზე აისახა – ეს ცვლილებების დროსაც მოხდა. ტრავმამ ბევრი გაუთვალისწინებელი შეცვლა გვაიძულა.
თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და, ვფიქრობ, რაც ჩავიფიქრე, არ გამომივიდა. შეხვედრა ამიტომ დავთმეთ. ვეცდებით, თბილისში თამაში უკვე სხვაგვარად დავგეგმოთ, დაპირისპირების ბედი შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
სამწუხარო ფაქტებია – 2019 წლის შემდეგ „დინამო თბილისს“ ევროტურნირებზე საშინაო შეხვედრა არ მოუგია. ბოლოს დინამოელებმა აზერბაიჯანული „გაბალა“ ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე 3:0 დაამარცხეს.
„დინამო თბილისი“ „ჰამრუნ სპარტანსთან“ განმეორებითი შეხვედრას „დინამო არენაზე“ 3 აგვისტოს 20:00 საათზე გამართავს. ამ წყვილში გამარჯვებული კონფერენციის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფერენცვაროში“ (უნგრეთი)/„შემროკ როვერსის“ (ირლანდია) წყვილის გამარჯვებულს 10 და 17 აგვისტოს დაუპირისპირდება.