გიორგი ჭიაბრიშვილი - „პაიდეს“ სტადიონზე ნაკლები წნეხის ქვეშ უფრო ლაღად ვითამაშებთ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „პაიდესთან“ განმეორებით შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებასა და იმედებზე ისაუბრა.
„ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და ბოლო წუთამდე კონცენტრირებული თამაშია საჭირო. პირველი მინიმუმ არ უნდა წაგვეგო, მაგრამ რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, უხეში შეცდომები დავუშვით და შედეგად ჩვენს კარში მივიღეთ გოლები.
– თბილისში კონფერენს ლიგის პირველი თამაში იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივზე უფრო მეტი მაყურებელიც მოვიდა, გარკვეულწილად, წნეხის ქვეშ ვიყავით. დარწმუნებული ვარ, „პაიდეს“ სტადიონზე მოსული მაყურებელიც კარგ გარემოს შექმნის, მაგრამ ჩვენ უფრო ნაკლები წნეხის ქვეშ ვიქნებით და უფრო მშვიდად და ლაღად ვითამაშებთ, ვიდრე თბილისში.
– მეტოქეზე სრული ინფორმაცი გვქონდა, მათი თამაშიც გავაანალიზეთ, მაგრამ სხვაა ვიდეოჩანაწერის განხილვა და სხვა – უშუალო დაუპირისპირება. „პაიდე“ ისეთი გუნდი აღმოჩნდა და ისე ითამაშა, როგორც ველოდით. პირველი მატჩის შემდეგ უფრო მეტი გამოცდილება მივიღეთ და საპასუხო მატჩის წინ უფრო ადაპტირებულები ვართ.
– თბილისში გულშემატკივრისთვის მთავარი იყო ჩვენი გამარჯვება პირველ შეხვედრაში. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ, ახლა ეს წნეხი მოხსნილი გვაქვს, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ და მასზე ვართ კონცენტრირებული“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.
„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „პაიდესთან“ თბილისში წააგო (2:3) და მეორე მატჩს 14 ივლისს ესტონეთში სტუმრად გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.