გიორგი ჭიაბრიშვილი - ფაქტია, რომ „ლოკომოტივს“ პრობლემები აქვს, არა მხოლოდ დაცვაში 1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - ფაქტია, რომ „ლოკომოტივს“ პრობლემები აქვს, არა მხოლოდ დაცვაში 1TVSPORT

„დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში წაგებასთან დაკავშირებით (1:3) კომენტარი „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა და მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მოულოცა.

„დინამომ“ გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. მეტოქემ თავისი შანსები გამოიყენა. ესაა ფეხბურთი“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა არსებული პრობლემები არ დამალა:

„ბევრი სირთულის წინაშე ვდგავართ, არა მხოლოდ დაცვაში… კონკრეტულ რგოლებზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან თავს გუნდი იცავს და არა მხოლოდ 4 კაცი. პრობლემები რიცხვებშიც ჩანს. ამიტომ ბევრი რამ გამოსასწორებელია. დანაკლისიც გვაქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან გუნდმა ყველა მატჩის თანაბრად თამაში უნდა შეძლოს“.