„დინამომ“ ტურის მატჩი მოიგო - ნემსაძის გუნდი პირველი წრის ჩემპიონია #1TVSPORT
„დინამომ“ ტურის მატჩი მოიგო - ნემსაძის გუნდი პირველი წრის ჩემპიონია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩს, ისევე როგორც გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.

თბილისის ლოკომოტივი-დინამოს თურქ მსაჯთა ბრიგადა, 42 წლის ფიფა-ს არბიტრის, ბრიგადა ქორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურა, ასისტენტები კი ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში იყვნენ, ხოლო მეოთხე მსაჯი კი ბაჰათინ შიმშეკი იყო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ზორან მარუშიჩმა შანსებით ვერ ისარგებლა. ყველაზე რეალური მომენტი „ლოკომოტივს“ ჰქონდა, მაგრამ ულად-ომარ იმრანის გადაცემით კარის წინ მარტო დარჩენილმა კახა კახაბრიშვილმა 19 წლის მეკარე ლუკა კუტალაძეს ვერ აჯობა და სტუმრები გადარჩნენ.

თამაშის ბედი ბოლო 16 წუთში გადაწყდა. 74-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შეტევა თორნიკე ახველდიანმა განავითარა და საჯარიმოში ანრი მექვაბიშვილს უპასა, რომელმაც ახლოდან ზუსტი დარტყმით „დინამო“ დააწინაურა 1:0. მე-80 წუთზე ნომინალური მასპინძლის კარი მეორედ ზორან მარუშიჩმა აიღო. ორ წუთში ისევ მან გაიტანა, მაგრამ ავტოგოლი „ლოკომოტივის“ მცველის, გიორგი ქველაძის ანგარიშზე დაწერეს, რომელიც ბურთს ბოლოს შეეხო. 85-ე წუთზე კურამ კაშიამ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა 1:3 „დინამოს“ სასარგებლოდ.

ამით ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილე გუნდებმა პირველი წრე დაასრულეს – „თბილისის დინამომ“ 9 ტურის შემდეგ 22 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა და პირველი წრის ჩემპიონი გახდა. „ლოკომოტივმა“ კი 14 ქულით მ-5 ადგილი შეინარჩუნა.

 


ლოკომოტივი – დინამო თბ 1:3


16.04. 2021. თბილისი. „დინამო არენა“

გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (74. თ. ახვლედიანის პასით), 0:2 მარუშიჩი (80), 0:3 ქველაძე (83. ავტოგოლი), 1:3 კაშია (85)

ლოკომოტივი: რ. თევდორაძე – გაბაძე (46. მჭედლიშვილი), კაშია, სანდოხაძე, ქველაძე – შონია, დარცმელია (76. იაკობიძე) – თ. კირკიტაძე, ულად-ომარ იმრანი (70. ჭიაბრიშვილი), კახაბრიშვილი (61. სამურკასოვი) – სიხარულიძე (70. გავაშელიშვილი)

დინამო თბ: კუტალაძე – ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი (89. ხარაბაძე)- ლ. გაგნიძე (75. აბუაშვილი), ქარდავა, კუცია (89. იაშვილი), კობოურირადინი (58. მექვაბიშვილი), მარუშიჩი, გაბედავა (58. თ. ახვლედიანი)

მთავარი არბიტრი: ქ. გენჩერლერი (თურქეთი)

გაფრთხილებები: რადინი (48), ხვადაგიანი (84), მჭედლიშვილი (88), იაშვილი (90)