გიორგი ჭიაბრიშვილი ბათუმის „დინამოს“ სტარტით უკმაყოფილოა – ეს ფეხბურთი არ არის, თამაში უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT

11:11, 17.03.2026

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი უკმაყოფილოა ეროვნულ ლიგაში გუნდის სტარტით და აცხადებს, რომ თამაშის გამოსწორებას შეეცდებიან.

ეროვნულ ლიგაში გამართული ოთხი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდი, რომელსაც გამარჯვება არ აქვს, ბათუმის „დინამოა“. ბოლო ტურში გუნდი ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა.

„უკანასკნელი ტურის თამაშამდე ჩვენი სტრატეგია გვქონდა, რომლითაც უნდა გვეხელმძღვანელა. შემოქმედებით ნაწილში არაფერი გამოგვივიდა და არაფერმა იმუშავა. ალბათ ცუდად დავგეგმეთ.

ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა გუნდი რაღაცას დავამსგავსოთ. ეს ფეხბურთი არ არის. ვეცდებით, თამაშის ხარისხი და შედეგები გამოვასწოროთ“, – ამბობს ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.

მსგავსი