გიორგი ჭიაბრიშვილი – ბათუმის „დინამოს“ მიერ ჩატარებულ პირველ წრეს დადებითად შევაფასებ, თამაშის ხარისხსაც გამოვასწორებთ #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი – ბათუმის „დინამოს“ მიერ ჩატარებულ პირველ წრეს დადებითად შევაფასებ, თამაშის ხარისხსაც გამოვასწორებთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველ წრეში გუნდის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ, არსებული წინაპირობებიდან გამომდინარე, შედეგით კმაყოფილია.

პირველი წრე ბათუმის „დინამომ“ წაუგებლად ჩაატარა და 9 მატჩში მოპოვებული 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გუნდი მხოლოდ მოქმედ ჩემპიონს, „იბერიას“ (23 ქულა) ჩამორჩება.

„დასრულებულ პირველ წრეს დადებითად შევაფასებ. განვლილ 9 ტურში 21 ქულა დავაგროვეთ, რაც, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცუდი შედეგი არ არის. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, მართალია, ჯერ სასურველ დონეს ვერ მივაღწიეთ, თუმცა მჯერა, ნელ-ნელა ამასაც გამოვასწორებთ“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

ეროვნული ლიგის მეორე წრეს ბათუმის „დინამო“ 25 აპრილს თბილისის „დინამოსთან“ გასვლითი მატჩით გახსნის.