გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ
გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ

ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ამ წუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ბატონი ზურაბიც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო კრიტიკულ ზღვარზე, სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში, – ამის შესახებ გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

ჩალაძის თქმით, „მზადდება რეანიმაციული პალატა, ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სიცოცხლე შენარჩუნდეს“.

„დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფერზე საუბარი, გათვითცნობიერება და აღქმა. ამ წუთებში პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას. ის არ გაჰყავთ კლინიკიდან. ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა საგანგაშო განცხადება რამდენიმე დღის წინ. თქვეს, რომ ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ფაქტი არის, რომ ამ მზაობის საჭიროება დადგა. ჩემი განცხადება არ არის ვინმეს საწინააღმდეგო, ეს არ ნიშნავს ბრალდებას, ეს არის მძიმე ფაქტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში გადადის რეანიმაციაში. გამოსული ვარ, რომ გითხრათ, ეს არის ოფიციალური სტატუსი, თუკი არ იდგმება შოუ და არ იყო ყველაფერი მოჩვენებითი, პრეზიდენტი სააკაშვილი მზადდება, რომ გადავიდეს, ის საჭიროებს სიცოცხლის შესანარჩუნებელ ინტენსიურ სარეანიმაციო ღონისძიებებს. ჩემგან რაიმე განცხადება, რომ ის საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატს, იქნება სპეკულაცია, მე ამას ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ გიდასტურებთ ნამდვილად, რომ ამ წუთას მიმდინარეობს გადაყვანა. ეს არის ფაქტი, სამედიცინო ფაქტზე ვსაუბრობთ. სახელებს და გვარებს არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტ სააკაშვილზე ახლა, ექიმის გვარს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კლინიკური დირექტორის განცხადებიდან გასული არის დრო და ამ წუთას პრეზიდენტი სააკაშვილი გადადის რეანიმაციულ პალატაში“, – განაცხადა ჩალაძემ.