გიორგი ჩაკვეტაძეს „მილანიც“ აკვირდება - „გენტის“ ქართველის ფასი 15 მილიონია
გიორგი ჩაკვეტაძეს „მილანიც“ აკვირდება - „გენტის“ ქართველის ფასი 15 მილიონია

„ბელგიაში „მილანი“ გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება“, – ეს სენსაციური ინფორმაცია ტვიტერზე Sport Mediaset-ის ჟურნალისტმა გაავრცელა.

ის საკუთარ გვერდზე „მილანის“ შესაძლო ტრანსფერებს განიხილავდა და საქართველოს ნაკრების იმედი ამ კონტექსტში მოიხსენია.

იტალიელმა ჟურნალისტმა საქართველოს ნაკრების წევრის სატრანსფერო ფასიც დაასახელა – „ბელგიური „გენტის“ ცენტრალური ნახევარმცველი 15 მილიონი ევრო ღირს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, 19 წლის ქართველი ფეხბურთელს დორტმუნდის „ბორუსია“, მიუნხენგლადბახის „ბორუსია“, „რომა“, „ტოტენჰემი“ და „ბარსელონა“ აკვირდებიან.