გიორგი ჩაკვეტაძეს „მილანიც“ აკვირდება – „გენტის“ ქართველის ფასი 15 მილიონია
„ბელგიაში „მილანი“ გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება“, – ეს სენსაციური ინფორმაცია ტვიტერზე Sport Mediaset-ის ჟურნალისტმა გაავრცელა.
E in Belgio il #milan osserva anche Giorgi #Chakvetadze trequartista del gent, costo 15 milioni . 🔥⚽️
— Andrea (@andrea___182) January 21, 2019
ის საკუთარ გვერდზე „მილანის“ შესაძლო ტრანსფერებს განიხილავდა და საქართველოს ნაკრების იმედი ამ კონტექსტში მოიხსენია.
იტალიელმა ჟურნალისტმა საქართველოს ნაკრების წევრის სატრანსფერო ფასიც დაასახელა – „ბელგიური „გენტის“ ცენტრალური ნახევარმცველი 15 მილიონი ევრო ღირს“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, 19 წლის ქართველი ფეხბურთელს დორტმუნდის „ბორუსია“, მიუნხენგლადბახის „ბორუსია“, „რომა“, „ტოტენჰემი“ და „ბარსელონა“ აკვირდებიან.