გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველი „გენტის“ გამარჯვების გოლში მონაწილეობდა
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა – საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევი ნახევარმცველი „გენტში“ ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში გამოჩნდა.
ქართველის გუნდი გასვლაზე „კორტრეიკს“ შეხვდა. გიორგი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. საბოლოოდ კი „გენტმა“ 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ განავითარა შეტევა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ტიბო დე სმეტმა გოლით დაასრულდა. „გენტის“ მეორე ქართველი, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩაკვეტაძემ 18 დეკემბერს „სენტრ-ტრიდენთან“ ითამაშა და ტრავმის გამო შეცვალეს – მას შემდეგ 19 წლის ქართველი მკურნალობდა.
23 ტურის შემდეგ 37 ქულით „გენტი“ „ანდერლეხტთან“ ერთად ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე მეექვსე ადგილს ინაწილებს.