გიორგი ჩაკვეტაძე - „მარტო ამ პრიზს ვერ დავიმსახურებდი“
გიორგი ჩაკვეტაძე - „მარტო ამ პრიზს ვერ დავიმსახურებდი“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.

ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მიმდინარე წელს, ეროვნული ნაკრების მაისურით 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა – უეფას ერთა ლიგაზე პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გახდა და ტურნირზე საქართველოს ნაკრების ერთერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

„მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს. რომ არა ეს ხალხი, ამ პრიზს ვერ დავიმსახურებდი“ – ამბობს ჩაკვეტაძე.

19 წლის ფეხბურთელის თქმით, წლევანდელი წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებული გამოდგა: „2018 მნიშვნელოვანი წელი იყო ჩემთვისაც და ნაკრებისთვისაც. საქართველოს ნაკრებმა პირველად შეძლო, ქვეყანაში საუკეთესო გუნდი გამხდარიყო. მიხარია, რომ ამ ნაკრებში თამაში მომიწია“.

თავად ჩაკვეტაძე წლის ფეხბურთელად ვის დაასახელებდა? პირველმა არხის ამ კითხვაზე გიორგიმ დაუფიქრებლად უპასუხა: „ჯაბა კანკავას! ის საქართველოს ნაკრებისთვის ლიდერი და დიდი ძალაა“.