გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში ისევ აღიარეს - ქართველი ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურშია
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 2018 – 2019 სეზონის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გამოკითხვას ბელგიურმა გამოცემა voetbalprimeur.be ატარებდა და ქართველმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.
ბელგიურმა გამოცემამ 11 საუკეთესოს შესარჩევად ყველა პოზიციაზე გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის ჩაატარა და საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე დაასახელეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა კონკურენტი იოლად ჩამოიშორა და გამოკითხულთა ხმების 77% მიიღო.
„გიორგი ჩაკვეტაძემ ლეონარდო ტროსარდსა (15%) და არნო დანუმა (5 %) აშკარა უპირატესობით აჯობა. მიმდინარე სეზონში ქართველი სრულად აფეთქდა და მას უკვე „ბარსელონაც“ აკვირდება“, – წერს voetbalprimeur.be.