გიორგი ბოტკოველი - უკეთესი იქნებოდა, მელიასა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე პარტიის წევრებსაც ჰქონოდათ ინფორმაცია
გიორგი ბოტკოველი - უკეთესი იქნებოდა, მელიასა და ზურაბიშვილის შეხვედრაზე პარტიის წევრებსაც ჰქონოდათ ინფორმაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ უკეთესი იქნებოდა, პარტიის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ პარტიის წევრებსაც ჰქონოდათ ინფორმაცია.

„დღეის მდგომარეობით, პარტიის თავმჯდომარე არის ნიკა მელია, თუმცა სხვა დანარჩენ ადამიანებსაც უნდა სცოდნოდათ ამ შეხვედრის შესახებ. რა შეხვედრა ჰქონდა, არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, არ ვიცი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, პარტიაში ყველას სცოდნოდა ამ შეხვედრის შესახებ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ შეხვდა. „არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება, ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო. არ უარვყოფ, რომ ზურაბიშვილს შევხვდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან არაერთხელ მქონია შეხვედრა, – განაცხადა მელიამ.