გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლებამ სავაჭრო ცენტრების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც  კერძო საკუთრებაზე ჩემი საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა
გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლებამ სავაჭრო ცენტრების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც კერძო საკუთრებაზე ჩემი საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა

ხელისუფლებამ პოლიტიკური და ბიზნესრეპრესიები უკვე დაიწყო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძარობიდან“ თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბოტკოველმა ხელისუფლება ბიზნესის შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი თქმით შემოსავლების სამსახურმა თელავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფასადზე მისი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი გააკრეს.

„როგორც კი რადენიმე ადგილას კერძო საკუთრებაზე ჩემი საარჩევნო ბილბორდები გამოჩნდა, ეს ეხება თელავში შპს ,,ლიმბოს“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრს და ყვარელში ერთ- ერთი ადამიანის კერძო საკუთრებას, ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო ამ ადამიანების დასჯა.

,,ლიმბოს“ შემთხვევას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მივიდა შეტყობინება, რომ შემოსავლების სამსახური სასწრაფო შემოწმებას იწყებდა და დაიწყეს დოკუმენტაციის გამოთხოვა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თელავის სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელმა, სულხან ჭარბაძემ განუცხადა, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული სავაჭრო ცენტრი მართლაც შეამოწმა.

„ყოველ არჩევნებს საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე შემოწმება. გამჭვირვალე ბიზნესი გვაქვს და არასდროს ყოფილა ნეგატიური დასკვნა, თორემ გავასაჩივრებდი. არანაირი ზარი და მუქარა არ ყოფილა. გიორგი ბოტკოველის ბრიფინგის გამართვაზე არაფერი ვიცი“, – განაცხადა ჭარბაძემ.

 

დატოვე კომენტარი