გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქროს ოპოზიციას, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ
გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქროს ოპოზიციას, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, ერთგვარად დასაჯოს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უმცირესობაში არიან.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

„ამ გადაწყვეტილებით ცდილობენ, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქრონ ოპოზიციას. ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. შეზღუდვა იმის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული, იქნება არაკონსტიტუციური.

ამ ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება, როგორც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის და ეცდება, ის გაატაროს, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს და არა სხდომათა დარბაზში მსხდომ რომელიმე დეპუტატს“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

საკანონმდებლო ცვლილებები საპარლამენტო მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებები 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.