გიორგი ბოტკოველი - გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
გიორგი ბოტკოველი - გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, კობახიძის გუშინდელი განცხადების, შეიძლება, იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ.

„შეიძლება, ამ ადამიანის განცხადებებზე მხოლოდ გაგეცინოს. თურმე, რა ცუდ დღეში ყოფილა „ქართული ოცნება“ და ყოველდღიურად მისი რეიტინგი რომ ვარდება, თურმე, გახარიას ბრალი ყოფილა. იცოდნენ, რომ დანაშაულს ჩადიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ გუნდში იყო, არ ლაპარაკობდნენ და მაინც ქება უწევდათ. სტენოგრამა რომ გავაკეთოთ კობახიძის გუშინდელი განცხადების, შეიძლება, ეს იყოს ჩვენება პროკურატურაში გახარიას წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ და სამწუხაროა ქვეყნისთვის. დანაშაული, რომელშიც ჩაფლულები არიან, უნდათ, გადააბრალონ ერთს. ესენი ერთმანეთში რას გაარკვევენ – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“ თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის ბუა არის მიხეილ სააკაშვილი და როცა გაუჭირდებათ, უცებ, ახსენდებათ ბუა და ამით შეაშინონ მათზე განაწყენებული ამომრჩეველი. ახლაც ცდილობენ, გიორგი გახარია წარმოაჩინო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულად, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როდესაც პარლამენტის ჭიშკრის შიგნით უნდა მდგარიყო, ასევე რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები.

დატოვე კომენტარი