გიორგი ბოტკოველი - დაველოდოთ 30 ოქტომბერს, ხალხი დაამტკიცებს იმ კაბინეტსაც, რომელიც მართავს როგორც ქვეყანას, ისე მუნიციპალიტეტებს
გიორგი ბოტკოველი - დაველოდოთ 30 ოქტომბერს, ხალხი დაამტკიცებს იმ კაბინეტსაც, რომელიც მართავს როგორც ქვეყანას, ისე მუნიციპალიტეტებს

30 ოქტომბერს ხალხი დაამტკიცებს იმ შემადგენლობასაც, ჩრდილოვან კაბინეტსაც და იმ კაბინეტსაც, რომელიც მართავს როგორც ქვეყანას, ისე მუნიციპალიტეტებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჩრდილოვან მთავრობასთან და კვოტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კვოტირებაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც თბილისში იარსებებს, იქნება კოალიციური.

„მთავარი შეფასება ის არის, რომ დაველოდოთ 30 ოქტომბერს. ხალხი დაამტკიცებს იმ შემადგენლობასაც, ჩრდილოვან კაბინეტსაც და იმ კაბინეტსაც, რომელიც მართავს როგორც ქვეყანას, ისე მუნიციპალიტეტებს. დღეს კვოტირებაზე, თუ რომელ პარტიას რამდენი საქალაქო სამსახური ექნება და რამდენი საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც თბილისში იარსებებს, იქნება კოალიციური. ეს შემდგომი მსჯელობის საკითხია და მე, როგორც თელავის მერობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ თელავში. ასევე, თელაველების მიმართ ჩემი შეთავაზებაც იქნება, რომ თელავის მერია არ იქნება ერთპარტიული. თელავის მერია იქნება კოალიციური, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი, ვისაც აქვს უნარი და სურვილი, იზრუნოს თელავის განვითარებაზე, იქნება ამ პროცესში ჩართული“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

დატოვე კომენტარი