გიორგი ბოტკოველი -  ჩვენ თანამდებობების მიღებას არ ვაპირებთ, პარლამენტში ამისთვის არ შევსულვართ
გიორგი ბოტკოველი -  ჩვენ თანამდებობების მიღებას არ ვაპირებთ, პარლამენტში ამისთვის არ შევსულვართ

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლის მიზანი არ არის, ვინმე კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს ან რაიმე თანამდებობა დაიკავოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან საბრძოლველად შევიდნენ. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, თანამდებობების მიღებას არ აპირებენ.

„ჩვენ თანამდებობებისთვის არ შემოვსულვართ, კონკრეტული ბრძოლისთვის შემოვედით, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არც დასმული იქნება, არც მოთხოვნილი და არც დათანხმება იქნება რაიმე თანამდებობაზე. ვინ რას გადაწყვეტს, მისი ნებაა, მაგრამ ჩვენ თანამდებობების მიღებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.