გიორგი ბოტკოველი - არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია კომისიისთვისაა შექმნილი, არანაირ რეალურ დარღვევაზე არ ისაუბრებს, ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ
გიორგი ბოტკოველი - არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია კომისიისთვისაა შექმნილი, არანაირ რეალურ დარღვევაზე არ ისაუბრებს, ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ბოტკოველის თქმით, ყველამ იცის, რომ ხელისუფლებამ კომისია შექმნა, რათა შემდეგ ჰქონოდა დამატებითი არგუმენტები და ამით თავი ემართლებინა.

„თავიდანვე ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რისთვის შეიქმნა ეს კომისია. ყველამ ვიცოდით, რომ ეს კომისია შექმნეს, რათა შემდეგ ხელისუფლებაას ჰქონოდა დამატებითი არგუმენტები და ამით თავი ემართლებინა. მაგრამ, ეს კომისია შექმნილია კომისიისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაფერ რეალურ დარღვევაზე არ ისაუბრებს. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რომელშიც უნდათ, ოპოზიციამ რაღაცა დოზით მონაწილეობა მიიღოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უარს ვამბობთ  ამ პროცესში მონაწილეობაზე“, – განუცხადა გიორგი ბოტკოველმა საქართველოს პირველ არხს.

ხვალ, 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.