გიორგი ბოტკოველი - არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ნიკა მელია დააკავოს
გიორგი ბოტკოველი - არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ნიკა მელია დააკავოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების მოლოდინი აქვთ.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერი მოულოდნელი არ არსებობს. გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა, გახდება კიდევ ერთი დამატებითი საკითხი პარლამენტის არალეგიტიმაციისა. გადაწყვეტილება მიიღეს არა რომელიმე კონკრეტული პარლამენტარის მიმართ, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას მიმართ, არამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ წარმომადგენლობას საქართველოში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და გავრილოვის ქმედებას, გავრილოვის დავალებას, რომელიც მან მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისგან და უკვე გადასცა „ქართულ ოცნებას“, – აცხადებს ბოტკოველი.

გიორგი ბოტკოველის თქმით, სიმართლე დგას ნიკა მელიას მხარეს და არ მისცემენ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, დააკავონ პარტიის თავმჯდომარე.

„მივალთ თუ არა სასამართლოზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ერთი რამ, ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დააკავოს ნიკა მელია. ვერ დაიჭერს მელიას „ქართული ოცნება“, სიმართლე დგას მელიას მხარეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.