გიორგი ბერიძის სატრანსფერო ფასი მილიონი ევროთი გაიზარდა #1TVSPORT
გიორგი ბერიძის სატრანსფერო ფასი მილიონი ევროთი გაიზარდა #1TVSPORT

გიორგი ბერიძის სატრანსფერო შეფასება გაიზარდა, ხოლო საბა ლობჟანიძის მცირედით შემცირდა – ასეთია transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.

გერმანულმა ვებგვერდმა თურქეთის ჩემპიონატის ფეხბურთელთა ფასები განაახლა, ცვლილებები ამ ქვეყნის სუპერლიგაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზეც აისახა.

გიორგი ბერიძის სატრანსფერო შეფასება მილიონი ევროთი გაიზარდა და, ერთი მილიონი ევროს ნაცვლად, ორი მილიონი გახდა. შედეგად, „ანკარაგუჯუს“ 26 წლის ლეგიონერი პირველად დაწინაურდა ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ მოთამაშეთა შორის და ამჟამად მე-6 ადგილზეა.

„ქარაგუმრუქის“ შემტევის, საბა ლობჟანიძის ფასი 3,3 მილიონი ევრო იყო, განახლების შედეგად კი 3 მილიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფეხბურთელის ფასი გასულ სეზონში 4,5 მილიონ ევროს აღწევდა.