გიორგი ბერიძის „ანკარაგუჯუმ“ თურქეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრა, საკუთარ მოედანზე, მოქმედ ჩემპიონ „ტრაბზონსფორთან“ გამართა და ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებული თავდამსხმელი „ანკარაგუჯუს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი „ტრაბზონსფორის“ უპირატესობით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით აქტიური ჩრდილოეთ მაკედონიელი ენის ბარდი იყო, რომელმაც ორჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, შეტევაში კი მასპინძლებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ.
66-ე წუთზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ომერ ერდოღანმა გიორგი ბერიძე შეცვალა, ოთხ წუთში კი „ტრაბზონსფორმა“ ანგარიში გახსნა – თავი ბარდიმ გამოიჩინა.
მასპინძლებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს და ანგარიში სწრაფად გაათანაბრეს. 75-ე წუთზე, იენს სტრიიერ ლარსენმა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიმართულება ხელით შეუცვალა, არბიტრმა, ვიდეო რეფერისთან გადამოწმების შემდეგ, „ანკარაგუჯუს“ სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც ტოლგა ჩიგერჩიმ უნაკლოდ შეასრულა – 1:1. მატჩი ასევე დასრულდა
თურქეთის სუპერლიგაში „ანკარაგუჯუ“ 14 ტურის შემდეგ (1 მატჩი მარაგში აქვს), 13 ქულით მე-13 ადგილზეა.