გიორგი ბერიძემ თურქეთში გაიტანა - „ანკარაგუჩუმ“ სეზონში პირველად მოიგო #1TVSPORT
გიორგი ბერიძემ თურქეთში გაიტანა - „ანკარაგუჩუმ“ სეზონში პირველად მოიგო #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ „ანკარაგუჩუს“ შემადგენლობაში თურქეთის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს „სივასპორთან“ სეზონში პირველი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა 2:1.

თურქეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. გიორგი ბერიძემ „ანკარაგუჩუს“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 77 წუთი ითამაშა.

25 წლის თავდამსხმელმა სწრაფად გახსნა ანგარიში – მან სტუმართა კარი უკვე მე-2 წუთზე აიღო. ეს ბერიძის მესამე გოლია მიმდინარე სეზონის 7 შეხვედრაში.

ამავე ტურის მატჩში საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა „ჰატაისპორში“, რომელიც წლევანდელ სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს. ქართველის გუნდი ამჯერადაც დამარცხდა – „ჰატაისპორმა“ „კაიზერისპორი“ მიიღო და 0:4 დამარცხდა.

ადანადემისპორმა“ გასვლაზე „ანთალიასპორს“ 3:0 სძლია. გიორგი ხაბულიანი სტუმართა განაცხადში არ ყოფილა. „უმრანიესპორის“ სამატჩო ოქმში არც ნიკა გაგნიძე მოხვდა, რომლის გუნდიც სტუმრად „გაზიანტეფს“ დაუზავდა – 1:1.