გიორგი ბერიძე უნგრეთის პირველი დივიზიონის კლუბმა „უიპეშტმა“ წარადგინა – ქართველ თავდამსხმელს მაისურა გადასცეს და მოკლე კომენტარი ჩამოართვეს.
„ჩვენი გუნდი ქართველი მარცხენა ფლანგის შემტევით გაძლიერდა. „უიპეშტის“ თაყვანისმცემლებისთვის ბერიძის სახელი კარგად არის ცნობილი, რადგან მან ჩვენს გუნდში 2018/19 წლების სეზონში იჯარით ითამაშა. „უიპეშტში“ გატარებული პირველი სეზონის განმავლობაში, ბერიძემ NBI-ს ეგიდით გამართული 27 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოთხი გოლი გაიტანა და ასევე ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა,“ – წერია „უიპეშტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„ძალიან ბედნიერი ვარ, კვლავ „უიპეშტში“ რომ შემიძლია ვითამაშო”, – ასეთი მოკლე და ლაკონური კომენტარი გააკეთა გიორგი ბერიძემ.