გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ დაემშვიდობა - ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი იყო #1TVSPORT
გიორგი ბერიძე „უიპეშტს“ დაემშვიდობა - ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი იყო #1TVSPORT

გიორგი ბერიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „უიპეშტის“ 25 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი თურქეთის სუპერლიგაში დაწინაურებულ „ანკარაგუჯუსთან“ გააფორმა.

გიორგი ბერიძე უნგრულ კლუბსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა, მისი თქმით, „უიპეშტში“ კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, თქვენ საუკეთესოები ხართ მთელ უნგრეთში! რომ არა თქვენ, ჩვენ არ ვიქნებოდით ნამდვილი გუნდი, თქვენთან ერთად მშვენიერი პერიოდები გვქონდა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და კოლეგებს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. ეს იყო ყველაზე საოცარი ორი სეზონი ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს გიორგი ბერიძემ.

ქართველი ფეხბურთელი 2018-2019 წლების სეზონზე „გენტმა“ პირველად გაუშვა იჯარით „უიპეშტში“. 2020 წელს ბერიძეს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და „უიპეშტთან“ სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა. ბუდაპეშტელებთან ერთად გიორგიმ 2021 წელს უნგრეთის თასი მოიგო. ბერიძეს „უიპეშტში“ შთამბეჭდავი სტატისტიკა დაუგროვდა – მან გუნდის შემადგენლობაში 96 თამაში ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა – სულ 53 გოლის გატანისას მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ბერიძესთან კონტრაქტი „ანკარაგუჯუმ“ უკვე გააფორმა და ქართველი თავდამსხმელი მედიასთან წარადგინა. სეზონის შემდეგ „უიპეშტი“ ქართველების გარეშე დარჩა – გუნდი საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემაც დატოვა და „ფეჰერვარში“ დაბრუნდა, რომელსაც ქართველი ლეგიონერის ტრანსფერი ეკუთვნის.