გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დასრულდა გრან პრი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა. სეზონის პირველ ტურნირზე მესამე ადგილის დაკავება 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბერიაშვილმა შეძლო. მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ხორვატი ძიუდოისტი კუმრიჩი დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენი შეჯიბრის მეოთხედფინალში პორტუგალიელ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, ,ჯორჯე ფონსეკასთან დამარცხდა, რომელიც ტურნირზე ამ წონის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი ტურნირი ძიუდოში საფრანგეთის დედაქალაქში 4-6 თებერვალს გაიმართება.პარიზის გრანდ სლემზე წინასწარი ინფორმაციით, საფრანგეთში საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს.
-60 კგ. – თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი
-66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი
-90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი. ლუკა მაისურაძე
-100 კგ. – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი