გიორგი ბეგაშვილი „რუსთავში“ ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ბეგაშვილი „რუსთავში“ ითამაშებს #1TVSPORT

გამოცდილი მეკარე, გიორგი ბეგაშვილი საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

32 წლის გამოცდილი მეკარე გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. ამას გარდა უთამაშია საჩხერის „ჩიხურაში“, „გაგრაში“, მარტვილის „მერანში“, „სამტრედიაში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“.

„რუსთავში“ დაბრუნდა იაპონელი შემტევი ნახევარმცველი, იუტა ნაკანო, რომელიც ბოლოს წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა. ნაკანო უცხოეთში წასვლას გეგმავდა, მაგრამ საერთაშორისო ტრანსფერი არ შედგა და ახალი სეზონიდან კვლავ „რუსთავში“ ითამაშებს.

ბეგაშვილისა და ნაკანოს გარდა „რუსთავს“ კიდევ ორი ახალწვეული ყავს – 20 წლის მცველი, ნიკა ჭუმბურიძე ბოლოს მარტვილის „მერანში“ თამაშობდა, ხოლო 20 წლის, ნახევარმცველი, დემეტრე ჭითაშვილი „დინამო თბილისი 2“-ში და ხობის „კოლხეთში“ გამოდიოდა.

„რუსთავმა“ ამხანაგური მატჩი გმართა „დინამო 2“-თან და 5:0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს ნაკანომ (2), სილამ, ️ჯაფარიძემ და ჭითაშვილმა.