გიორგი ბარვენაშვილი პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცეს

12:34, 21.02.2024

„ქართული ოცნების“ სიით საკანონმდებლო ორგანოში, ირაკლი კობახიძის ნაცვლად, დღეიდან გიორგი ბარვენაშვილი შევიდა.

პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის – გიორგი ბარვენაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

ბარვენაშვილი დეპუტატად 91 ხმით დაამტკიცეს.

მსგავსი