გიორგი ბარამიძე - რუმინეთსა და მოლდოვას შორის ის განსხვავებაა, იმერეთი რომ იყოს გამოყოფილი დანარჩენი საქართველოდან, იმერეთი არის დაახლოებით მოლდოვა რუმინეთისთვის, აქვთ ერთი ენა, ყველაფერი ერთი
გიორგი ბარამიძე - რუმინეთსა და მოლდოვას შორის ის განსხვავებაა, იმერეთი რომ იყოს გამოყოფილი დანარჩენი საქართველოდან, იმერეთი არის დაახლოებით მოლდოვა რუმინეთისთვის, აქვთ ერთი ენა, ყველაფერი ერთი

მოღალატეთა, კრიმინალთა, ეს რუსული ბანდა ცდილობს, თქვას, მოლდოვა მზად არის, სუვერენიტეტი დათმოსო. თურმე, მაია სანდუ მოღალატე ყოფილა, სუვერენიტეტს თმობს, ოღონდ ევროკავშირში გაწევრიანდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, რუმინეთსა და მოლდოვას აქვთ ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და დაახლოებით ისეა, იმერეთი რომ იყოს გამოყოფილი დანარჩენი საქართველოდან.

„პირველ ყოვლისა, უნდა მივულოცო ჩემს უკრაინელ ძმებს, გმირ უკრაინელ ხალხს და ასევე ძალიან ბრძენ და ჭკვიან მოლდოველ ხალხს, რომელმაც უდიდესი ზეწოლა გადაიტანა, გაუძლო უდიდეს ზეწოლას, იმ პროპაგანდასაც, რომ ომი დაიწყება, თუ გააგრძელეთ ეს პოლიტიკა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩვენ ვართ ოკუპირებული, მათი 20 პროცენტიც ოკუპირებულია და დნესტრისპირეთის ამბავი ყველამ იცის, სერიოზული პრობლემებია.

მოღალატეთა, კრიმინალთა, ეს რუსული ბანდა ცდილობს, თქვას, ისინი მზად არიან, სუვერენიტეტი დათმონო. ამას შეგნებულად ატყუებენ ხალხს. ანუ, რუმინეთსა და მოლდოვას შორის რა განსხვავებაა – აი, დაახლოებით იმერეთი რომ იყოს გამოყოფილი და დანარჩენი საქართველო რომ იყოს იმერეთის გარეშე. იმერეთი არის დაახლოებით მოლდოვა რუმინეთისთვის. აქვთ ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია, ყველაფერი ერთი, უბრალოდ საბჭოთა სტალინისტურმა პოლიტიკამ გახლიჩა. ვთქვათ, ჩვენთვის რომ ჩამოეხლიჩა და საბჭოთა კავშირის დროს ცალკე რესპუბლიკა გამოეყოთ იმერეთი და დანარჩენი ყოფილიყო საქართველო, ასეთი სიტუაციაა. ეს ნაძირლები ლაპარაკობენ, თურმე მაია სანდუ მოღალატე ყოფილა, სუვერენიტეტს თმობს, ოღონდ ევროკავშირში გაწევრიანდესო. გეგონება, სადღაც შაჰაბასს უერთდებიან“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.