გიორგი ბარამიძე - ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საზოგადოების წინაშე არ დგას არჩევანი, „ქოცი“ ან „ნაცი“
გიორგი ბარამიძე - ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საზოგადოების წინაშე არ დგას არჩევანი, „ქოცი“ ან „ნაცი“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, არჩევნებზე მოქალაქეებს პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ექნებათ საშუალება, ამა თუ იმ პარტიას ხმა მისცენ.

გიორგი ბარამიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, საზოგადოების წინაშე მხოლოდ ორი არჩევანი არ დგას.

„ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საზოგადოების წინაშე არ დგას არჩევანი – „ქოცი“ ან „ნაცი“. არის მრავალფეროვანი სპექტრი და ყველა ადამიანს თავისი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ექნება საშუალება, ამა თუ იმ პარტიას მისცეს ხმა. რაც უფრო მეტი მრავალფეროვნება იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება მომავალი კოალიცია, რომელიც შეიქმნება „ქარული ოცნების“ დამარცხების შემდეგ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია გაიმარჯვებს, რადგან საყოველთაო ჩამოყალიბებული აზრია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც გააღარიბა ქვეყანა, ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, გიორგი ბარამიძემ განმარტა, თუ როგორ კონფიგურაციაში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები.

„გვეყოლება ერთიანი მაჟორიტარები, იგივე თბილისში ჯერ კიდევ გარკვეული არ არის ორი ოლქის ბედი, თუ ვინ ვისთან დაბლოკდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული საკანონმდებლო სირთულეები, ახალი სირთულეები შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, უახლოეს ხანში, რა თქმა უნდა, ამას გაარკვევენ პარტიები და საზოგადოება გაიგებს“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.