გიორგი ბარამიძე - მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, ნიკა მელიას დავაკავებდი, რადგან დასაკავებელი იყო, სამაჯურის მოხსნა დანაშაულია
გიორგი ბარამიძე - მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, ნიკა მელიას დავაკავებდი, რადგან დასაკავებელი იყო, სამაჯურის მოხსნა დანაშაულია

მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, ნიკა მელიას ეგრევე ან მეორე დღეს დავაკავებდი, რადგან დასაკავებელი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას ეუბნებიან, შენ ხარ სახელმწიფო გადამტრიალებელი, რადგან თქვი, რომ პარლამენტის ეზოში შევიდეთ, შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ ამით სახელმწიფო გადატრიალება არ ხდება, ეს არის აბსურდი.

„ძალიან ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ნაბიჯი გადაიდგა გახარიას წასვლის შემდეგ ღარიბაშვილის დანიშვნით, ის არის ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა. ადამიანი, რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს რუსეთს და ოკუპანტს არ ახსენებდა, ამბობს, რომ მტერი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა მაინც ვუტიროთ „ნაცებს“ დედა, ეს ვითარება შეიქმნა ქვეყანაში. სიტუაციას ძაბავს პრობლემის ძირი. ნიკა მელიას ეუბნებიან, რომ შენ ხარ სახელმწიფო გადამტრიალებელი, რადგან თქვი, რომ პარლამენტის ეზოში შევიდეთ, შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ ამით სახელმწიფო გადატრიალება არ ხდება, ეს არის აბსურდი. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს წყება ნაბიჯებისა, როცა ხელისუფლება იყენებს კანონს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთადერთი ადამიანია ნიკა მელია, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე გაუკეთეს სამაჯური“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ პირველ ნოემბერს მოიხსნა სამაჯური, რომლის მოხსნაც დანაშაულია და ეგრევე დასაჭერია.

„მკითხეს, თქვენ რომ იყოთ შს მინისტრი, რას იზამდითო, ეგრევე დავიჭერდი, ამათმა რატომ არ დაიჭირეს? რადგან არ აწყობდათ. ვთანხმდებით, რომ კანონი გამოიყენეს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ დასაჭერი იყო, მაგრამ არ დააკავეს, კარგად მოირგეს კანონი, რადგან არ აწყობდათ. უკანონოდ დაბნეული სამაჯურის მოხსნა რომ არის სამართლებრივად კანონდარღვევა, ეს ნიკამაც იცოდა, წავიდა ამაზე ნიკა, თქვენ გგონიათ, რომ სულელი იყო და არ იცოდა, რას აკეთებდა, ან მანამდე რომ ეკეთა ისე ეკეთა, რომ უხაროდა? როდესაც ხელისუფლებამ ყველანაირად გადაისვარა თავზე, არჩევნების გაყალბების შემდეგ, თქვა, რომ ეს სრულიად არალეგიტიმური მთავრობაა. მე რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი, ეგრევე დავაკავებდი, ან მეორე დღესვე, რადგან დასაკავებელი იყო. არ დააკავეს, რატომ? იმიტომ, რომ ასე აწყობდათ. ეს ხალხი, რომელმაც მარტო ნიკა მელიასთან მიმართებაში ამდენჯერ დაჭრა და შეკერა კანონი პოლიტიკური ინტერესიდან და დღის წესრიგიდან გამომდინარე, ლაპარაკობს ნიკას მხრიდან კანონის შესრულებაზე, ეს არის ცინიზმი. ესენი კანონს იშველიაბენ კანონს ირგებენ, მგელმა რომ მოირგოს ქურქი ბატკნის ეს არის ამას ჰგავს და ახლა თუ ძალიან იდიოტი არ იქნება და ვერ დაინახავ მგელს ამ ბატკნის ქურქის ქვეშ, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ იდიოტი ვარ. არავინ არ არის იდიოტი ამიტომ ეს კანონის საწინააღმდეგოდ კი არ არის, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ არის, რომელიც კანონს თავის თავზე ირგებს. ამის წინააღმდეგ მივდივართ ჩვენ. ამის წინააღმდეგ ხდება „ნაციონალების“ ოფისში და არა კანონის, კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბარამიძემ.