გიორგი ბარამიძე - არ ვაპირებ ვისაუბრო, სხვამ სხვას რა უთხრა, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, ისაუბროს საკუთარ შთაბეჭდილებებზე
გიორგი ბარამიძე - არ ვაპირებ ვისაუბრო, სხვამ სხვას რა უთხრა, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, ისაუბროს საკუთარ შთაბეჭდილებებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ის წლების განმავლობაში პარტიაში ბევრ რამეს შესწრებია, თუმცა ამ თემებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ასე უპასუხა ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, შესწრებია თუ არა ის პარტიაში მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის კამათს რელიგიისა და ტრადიციების თემაზე

„მე ამდენი წლის განმავლობაში ბევრი რამის შემსწრე ვარ, მაგრამ როდესაც ჩვენ რაღაცებს ვიხილავთ ერთად, ის ყოველთვის რჩება ჩემში. მე არ ვაპირებ ვისაუბრო სხვამ რა გააკეთა, სხვამ სხვას რა უთხრა და ა.შ. თუ მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მან ასე უნდა თქვას და მას აქვს უფლება, ისაუბროს მის შთაბეჭდილებებზე, ეს უკვე მისი საქმეა. არასოდეს არ ვაძლევ თავს უფლებას ვილაპარაკო იმაზე, სხვამ სხვას რა უთხრა. თუ მე შემეხება, მაშინ შეიძლება, ამ თემაზე კომენტარი მოგცეთ“,- განაცხადა გია ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

დატოვე კომენტარი