გიორგი ათაბეგაშვილი - თბილისის გრანდ სლემზე იაპონიის ნაკრები იასპარეზებს #1TVSPORT
თბილისში გასამართ გრანდ სლემზე იაპონიის ნაკრები იასპარეზებს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი
ათაბეგაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, იაპონიის დელეგაციას სასტუმრო უკვე დაჯავშნული აქვს და ტურნირზე მხოლოდ მამაკაცთა გუნდი იჭიდავებს.
ათაბეგაშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს ფუძემდებლების ნაკრების შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი 3-5 ივნისს გაიმართება.