გიორგი ათაბეგაშვილი - გრანდსლემი საქართველოსთვის ისტორიული შანსია
გიორგი ათაბეგაშვილი - გრანდსლემი საქართველოსთვის ისტორიული შანსია

მოგეხსენებათ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას წინადადებით მიმართა – თბილისის გრანპრი, უფრო მაღალი სტატუსის ტურნირით – გრანდსლემით შეცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა:

„ძიუდოს საერთაშორიოს ფედერაციამ შემოგვთავაზა თბილისის გრანპრის ნაცვლად ამიერიდან გავმართოთ გრანდსლემი, რაც ფედერაციის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ მოიძებნება შესაბამისი რესურსი და საშუალება მოგვეცემა ვუმასპინძლოთ მსგავსი ტიპის საერთაშორისო შეჯიბრებას. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც როგორც ჩვენი ძიუდოს, ასევე ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება.”