გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონს, „ულსანს“ შეუერთდა, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონს, „ულსანს“ შეუერთდა, გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

გიორგი არაბიძემ ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე დატოვა, მაგრამ ახალ კლუბს, კორეის ჩემპიონ „ულსანს“ მხოლოდ ახლა შეუერთდება.

გიორგი არაბიძე სამუშაო ვიზას ელოდებოდა, რომელიც უკვე მიიღო და სამხრეთ კორეაში დღეს გაემგზავრება, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. 25 წლის შემტევი ჩასვლისას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Geo Team-ი ასევე აქვეყნებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, გიორგი წიტაიშვილმა „გრანადასთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია და რამდენიმე დღეში ესპანურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა.