გიორგი ამილახვარი - ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომ უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის, რომ დაზიანდეს მიღწევები, რომლებიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება
გიორგი ამილახვარი - ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომ უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის, რომ დაზიანდეს მიღწევები, რომლებიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება

საგამოძიებო კომისიას არანაირი საფუძველი და არანაირი დანიშნულება, რომელიც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას შეექმნა, არ ჰქონდა, პირიქით, 12-პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა თითქმის უკვე შეასრულა, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ამილახვარის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სურს, დააზიანოს ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას აქვს.

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რატომაც უნდოდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის, რომ დააზიანონ მიღწევები და რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ნაწილში. რაც შეეხება სანქცირებულ მოსამართლეებს. არ მგონია, ვინმეს რამე დასაცავი ჰქონდეს. აქ არის ერთი მთავარი კითხვა. ის ბრალდება, რომელიც მათ ერთ-ერთმა ქვეყანამ წაუყენა, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ საჯაროდ ენახა საზოგადოებას ის საფუძვლები, რატომ მიიღო შესაბამისმა მხარემ ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი და საზოგადოების საჯარო შეკითხვა. სხვა დანარჩენი, საგამოძიებო კომისიას არაფერი დანიშნულება არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან, პირიქით, ამით უნდათ, რომ დააზიანონ პროცესი“, – განაცხადა ამილახვარმა.