გიორგი ახვლედიანი - მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მამუკა ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა
გიორგი ახვლედიანი - მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მამუკა ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, მამუკა ხაზარაძისგან სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მოულოდნელი არ ყოფილა.

მისი შეფასებით, ხაზარაძის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობს“ კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა.

„არაფერი გამორიცხული არ იყო. მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა მამუკა ხაზარაძის მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.