გიორგი ახვლედიანი - დიდია საშიშროება, რომ მიმდინარე პროცესმა კონკრეტულად რომელიმე პარტიის ინტერესები განახორციელოს
ძალიან დიდია ალბათობა და საშიშროება იმისა, რომ პროცესმა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესები განახორციელოს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსულტაციების დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში მთელი ოპოზიციური სპექტრის ჩართვაა საჭირო.
„გასააზრებელი და გასაანალიზებელია საზოგადოების მზადყოფნა ამ კონკრეტულ პროცესთან მიმართებით და ძალიან ფაქიზად არის გასავლელი თემა. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდია ალბათობა და საშიშროება იმისა, რომ პროცესმა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესები განახორციელოს, რაც ბუნებრივია, მიუღებელი იქნება საქმისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და არ მგონია, ამით სარალიძის ან მაჩალიკაშვილის საქმეს რამე ეშველოს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.