გიორგი აბურჯანია - გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი #1TVSPORT

ეროვნულ ნაკრებში გატანილი სადებიუტო გოლის ავტორმა, გიორგი აბურჯანიამ რუმინეთთან მოგებაზე (1:2) კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო – არამარტო მწვრთნელისთვის, ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ერთიორად მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელისთვის. ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი“, – ამბობს გიორგი აბურჯანია. 

რუმინეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული ნაკრების მცველმა, დავით ხოჭოლავამაც შეფასა: „შეკრების დაწყებიდანვე არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალ ამხანაგურ შეხვედრას 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. მატჩს ქალაქი ესნხედე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის მასპინძელ ქალაქში ვილი სანიოლის გუნდი 3 ივნისს ჩარტერული რეისით ჩავა და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.