გიორგი აბურჯანია - ანდორული ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება
გიორგი აბურჯანია - ანდორული ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება

გიორგი აბურჯანიამ ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მომავალი შეხვედრების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის “ლუგოს” საყრდენი ნახევარმცველი თბილისშია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება ანდორისა და ლატვიის ნაკრებებთან მატჩებისთვის, რომლებიც 13 (თბილისში) და 16 ოქტომბერს (რიგაში) გაიმართება.

„ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5-ქულიანი უპირატესობა გვაქვს. რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“ – ამბობს გიორგი აბურჯანია.