გიორგაძე ბრივში თვის მორაგბედ დასახელდა
გიორგაძე ბრივში თვის მორაგბედ დასახელდა

ქართველი მორაგბე ოთარ გიორგაძე ფრანგულმა კლუბმა გასული თვის საუკეთესო მორაგბედ აღიარა. გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა სწორედ გიორგაძემ დააგროვა. 23 წლის ქართველი მორაგბის კონკურეტები კიდევ ერთი ბორჯღალოსანი კარლენ ასეიშვილი, მატიუ ვოისინი და სოოტალა ფაასო იყვნენ.

შეგახსენებთ რომ ოთარ გიორგაძე ფრანგულ სარაგბო კლუბ „ბრივში“ 2019 წელს გადავიდა და ცოტა ხნის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა.