გიორბელიძემ ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან” კონტრაქტი გააფორმა - ეს ჩემთვის ნაკრებში მოსახვედრად გადადგმული ნაბიჯია
გიორბელიძემ ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან” კონტრაქტი გააფორმა - ეს ჩემთვის ნაკრებში მოსახვედრად გადადგმული ნაბიჯია

გორის „დილას“ მცველმა გურამ გიორბელიძემ ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი გააფორმა.

„საკითხი გადაწყვეტილია და უკვე შემიძლია გითრათ, რომ დღეს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი გავაფორმე“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელმა.

გურამ გიორბელიძე 24 წლისაა. ამპლუით მარცხენა მცველი ბოლნისელია და „სიონის“ აღზრდილია. 2019 წელს ის გორის „დილაში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემით ავსტრიული გუნდი იყო დაინტერესებული. ძალიან გამიხარდა, რადგან ავსტრიაში საკამდო მაღალი დონსი ფეხბურთია. ტრანსფერის საკითხები 15 დღის განმავლობაში გადაწყდა და დღეს „ვოლფსბერგერთან“ ორწლიანი ხელშკერულება გავაფორმე“ – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გურამ გიორბელიძე.

თუმცა, ჯერ 24 წლის მცველი საქართველოში რჩება:

„გორის „დილას“ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი მატჩები ელის და ამის გამო გუნდის სურვილი იყო, დროებით დავრჩენილიყავი. 26 ივლისს ბოლო მატჩს ჩავატარებ და ავსტრიაში მხოლოდ ამის შემდეგ წავალ“, – ამბობს გიორბელიძე.

გიორბელიძე საქართველოს პირველ არხთან არ მალავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა: „ავსტრიაში ტრანსფერი და „ვოლფსბერგერში“ ჩარიცხვა ჩემთვის ნაკრებში მოსახვედრად გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯი იყო. ესაა ჩემი ოცნება. ავსტრიაში 26 ივლისის შემდეგ უნდა ჩავიდე და სეზონისთვის მზადება დავიწყო. მიხარია, რომ ჩემი ახალი გუნდი წარმატებულია და პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს“.

„ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

გურამ გიორბელიძე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და მისი ფორმით 6 მატჩი ჩაატარა.