გიორბელიძე სუპერლიგაში გადასვლისთვის ითამაშებს - კვერნაძის და ლოჩოშვილის გუნდები გადარჩენისთვის იბრძვიან #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ საშინაო შეხვედრაში „ლეხიასთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
გიორგი კვერნაძეს იტალიის სერია B-ში „ჩიტადელასთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ საშინაო შეხვედრაში არც გოლი გაუტანია და საგოლე გადაცემაც არ შეუსრულებია. ამის მიუხედავად, „ფროზინონეში“ მეორე საუკეთესო შეფასება (7,6) დაიმსახურა.
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ ერთ-ერთი კონკურენტი „მანტოვა“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 2:0. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საიმედოდ ითამაშა.
„ფროსინონე“ 40 ქულით მე-15 ადგილზეა და მხოლოდ ქულით ასწრებს პლეი აუტის ზონას, მათ შორის „სალერნიტანას“, რომელიც მე-17 პოზიციაზეა.
თურქეთის I ლიგაში გურამ გიორბელიძის „ერზურუმსფორმა“ „იუმრანიესფორს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ფაქტობრივად, თურქეთის სუპერლიგის გადასავლელ პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.