გიორგი გახარია - ამორალურია, როდესაც ქვეყნის დახმარების ნაცვლად, ცოდნის პოლიტიკურ აქტივში კონვერტირებას ცდილობ, რათა რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე
გიორგი გახარია - ამორალურია, როდესაც ქვეყნის დახმარების ნაცვლად, ცოდნის პოლიტიკურ აქტივში კონვერტირებას ცდილობ, რათა რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე

როდესაც გლობალური გამოწვევაა და შენი ცოდნით ქვეყნის დახმარების ნაცვლად, ამის პოლიტიკურ აქტივში კონვერტირებას ცდილობ, რადგან გინდა, რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე, ამორალურია, –  ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საწოლფონდისთვის გამოყოფილი 48 მლნ ლარით ახალი საავადმყოფო აშენებულიყო, როგორც ამას ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ.

მისივე თქმით, ვაიექსპერტები ცდილობენ, ხელისუფლებას თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მისცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ.

„როდესაც ვაიექსპერტები, თავის საქმეში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ ერთმანეთთან შეაზავონ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა არჩევნების წინ პოლიტიკურად დააკონვერტირონ, სრულიად მიუღებელია.

როდესაც გლობალური გამოწვევაა, იმის ნაცვლად, რომ შენი რჩევით, ცოდნით, რესურსით, მიეხმარო ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამის ნაცვლად ამის კონვერტირება პოლიტიკურ აქტივში იმიტომ, რომ სამი კვირის შემდეგ არჩევნებია და გინდა, რომელიღაც დონის დეპუტატი გახდე, მიუღებელი და ამორალურია“, – განაცხადა გახარიამ.