გილჯეს-ალექსანდერის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და ოვერტაიმში მოგებული თამაში - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
გილჯეს-ალექსანდერის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და ოვერტაიმში მოგებული თამაში - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

16 იანვარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 10 შეხვედრიდან 7 გაიმართა. დეტროიტი-ვაშინგტონიფინიქსი-გოლდენ სტეიტი და მინესოტა-მემფისი კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც „სითი სანდერმა“ „ჩიკაგო“ მიიღო. თამაშის მიწურულს, დროის ამოწურვამდე 17 წამით ადრე, როცა „ოკლაჰომა“ 3 ქულით აგებდა, შეი გილჯეს-ალექსანდერმა ორქულიანი ჩააგდო, ჯარიმა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო ჯამში კი გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც „ოკლაჰომამ“ „ჩიკაგოს“ მოუგო. მატჩის გმირი კი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შეის მონაგარი ამ მატჩში 33 ქულა, 5 მოხსნა და 10 პასი იყო. „ბულსიდან“ საუკეთესო ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 35 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

საინტერესო იყო, როგორ მორჩებოდა ევროპული დაპირისპირება მილუოკიში, სადაც იანის ანტეტოკუმპოს გუნდი ლუკა დონჩიჩის „დალასს“ დაუპირისპირდა. საბოლოოდ მატჩი „ბაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, საუკეთესო კი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი იყო. იანისმა 31 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. „მავერიქსიდან“ საუკეთესო, რა თქმა უნდა, დონჩიჩი იყო, რომელსაც 1 მოხსნა დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე, სლოვენიელმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 13 პასი დააგროვა.

 

ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:

 

ბოსტონი-ორლანდო 124:97

 

კლივლენდი-ნიუ იორკი 106:103

 

მილუოკი-დალასი 112:109

 

ოკლაჰომა-ჩიკაგო 127:125

 

იუტა-ატლანტა 116:92

 

ლეიკერსი-ნიუ ორლეანსი 112:95

 

საკრამენტო-კლიპერსი 100:138