გილჯეს-ალექსანდერის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი და ოვერტაიმში მოგებული თამაში – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
16 იანვარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 10 შეხვედრიდან 7 გაიმართა. დეტროიტი-ვაშინგტონი, ფინიქსი-გოლდენ სტეიტი და მინესოტა-მემფისი კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც „სითი სანდერმა“ „ჩიკაგო“ მიიღო. თამაშის მიწურულს, დროის ამოწურვამდე 17 წამით ადრე, როცა „ოკლაჰომა“ 3 ქულით აგებდა, შეი გილჯეს-ალექსანდერმა ორქულიანი ჩააგდო, ჯარიმა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოო ჯამში კი გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო, სადაც „ოკლაჰომამ“ „ჩიკაგოს“ მოუგო. მატჩის გმირი კი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შეის მონაგარი ამ მატჩში 33 ქულა, 5 მოხსნა და 10 პასი იყო. „ბულსიდან“ საუკეთესო ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 35 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.
საინტერესო იყო, როგორ მორჩებოდა ევროპული დაპირისპირება მილუოკიში, სადაც იანის ანტეტოკუმპოს გუნდი ლუკა დონჩიჩის „დალასს“ დაუპირისპირდა. საბოლოოდ მატჩი „ბაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, საუკეთესო კი გუნდის ერთპიროვნული ლიდერი იყო. იანისმა 31 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. „მავერიქსიდან“ საუკეთესო, რა თქმა უნდა, დონჩიჩი იყო, რომელსაც 1 მოხსნა დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე, სლოვენიელმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 13 პასი დააგროვა.
ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:
ბოსტონი-ორლანდო 124:97
https://www.youtube.com/watch?v=aqingQhla6U
კლივლენდი-ნიუ იორკი 106:103
https://www.youtube.com/watch?v=KCv3cNpynp4
მილუოკი-დალასი 112:109
https://www.youtube.com/watch?v=5aC7NuA2e3s
ოკლაჰომა-ჩიკაგო 127:125
https://www.youtube.com/watch?v=VVVfqNsP2qU
იუტა-ატლანტა 116:92
https://www.youtube.com/watch?v=W-1luaojNQE
ლეიკერსი-ნიუ ორლეანსი 112:95
https://www.youtube.com/watch?v=AVJusSKwq0w
საკრამენტო-კლიპერსი 100:138
https://www.youtube.com/watch?v=K7UccQSKUBI